Saturday, 19 January 2013

         მშვიდობისა და ზავის                          სიმბოლო
ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას _ ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით _ მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ. გარკვეული ისტორიული საფუძველი აქვს გადმოცემას, რომელიც მოგვითხრობს, რომ შინაომებისგან გატანჯულმა ელიდის მმართველმა იფიტემ დელფოს ორაკულს სთხოვა რჩევა, როგორ შეეწყვიტათ შინაომი და შუღლი. ორაკულმა მას მივიწყებული ოლიმპიური თამაშების აღდგენა ურჩია. იფიტემ ამ წინადადებით მიმართა სპარტის მმართველს, ლიკურგეს და შესთავაზა დღესასწაულის პერიოდში “ეკეიხერია” _ “წმინდა ზავი” გამოეცხადებინათ. მართლაც, ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. თამაშები იმართებოდა `წმინდა თვეს~, რომელიც იწყებოდა პირველი მთვარის აღვსების შემდეგ და მოსდევდა ზაფხულის ბუნიობას. დღესასწაული მეორდებოდა ყოველი 1417 დღის შემდეგ (ე.ი. ოთხ წელიწადში ერთხელ) _ ეს შეადგენდა ბერძნულ ოლიმპიურ წელიწადს, ანუ “ოლიმპიადას”. იფიტესა და ლიკურგეს შორის შეთანხმებას ადასტურებს ბერძენი ისტორიკოსი პავსანიუსი. მისი ცნობით, ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ოლიმპიის ერთ-ერთ ტაძარში ინახებოდა სპილენძის დისკო, რომელზეც ამოტვიფრული იყო “წმინდა ზავის” პირობები.

          
                                                          ძველი რომი 
ველი რომის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები,როდესაც არა მარტო მონებს,არამედ თავისუფალ ადამიანებსაც თავად შეეძლოთ,საკუთარი სურვილით გლადიატორები გამხდარიყვნენ.მათ შორის არა მარტო მამაკაცები,არამედ მანდილოსნებიც იყვნენ.ამის მიზეზი კი ფული და პოპულარობა იყო.63 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც თავისუფალ მოქალაქეებს,კერძოდ ქალებს ოფიციალურად მიეცათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ გლადიატორთა ბრძოლის ტურნირებში.იმპერატორი დომიციანე კი 89 წელს უფლებას იძლევა,რომ ამ ბრძოლებში ჩაერთონ ფიზიკური ნაკლის მქონე პირებიც.გლადიატორი რომ გამხდარიყო ადამიანი,მათ პირველ რიგში უნდა მიეღოთ ფიცი და საკუთარი თავი გამოეცხადებინათ "იურიდიულად გარდაცვლილად".ამ მომენტიდან ისინი სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდნენ,სადაც მეფობდა სასტიკი კანონები.უპირველეს ყოვლისა მათ უნდა დაეცვათ დუმილის უფლება.არენაზე ბრძოლის დროს ისინი მხოლოდ ჟესტიკულაციებით სარგებლობდნენ.მეორე წესი რაც აუცილებლად უნდა დაეცვათ იყო - ღირსების სრული წესით დაცვა.როდესაც გლადიატორი მიწაზე დაეცემოდა და გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა,მას აუცილებლად უნდა მოეხსნა თავიდან ჩაფხუტი და ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს.იგი ან დალოდებოდა როდის მოკლავდა მოწინააღმდეგე,ან კიდევ თავად უნდა მოესწრაფა სიცოცხლე.ეს წესები ყველა გლადიატორისათვის სავალდებულო და აუცილებელი იყო.აღსანიშნავია,რომ რომის იმპერატორ - კომოდს,რომელიც რომის იმპერიას განაგებდა 180-192 წლებში,თავად იმდენად იყო გატაცებული გლადიატორთა ბრძოლებით,რომ 735 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და რაღა თქმა უნდა ყველაში მან გაიმარჯვა.ყველაზე ცნობილი გლადიატორები,რომლებიც ისტორიას შემორჩა გახლდნენ: სპარტაკი,კრიქსი,ენომაი,კასტი,პუბლიპორი და გაი გაგნიკი







  გლადიატორები
გლადიატორი (ლათ. gladius — «ხმალი», «გლადიუსი») — მებრძოლთა სახელი ძველ რომში, რომელებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ ძველ რომში მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.

ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. რომის იმპერიისთვის ეს სისხლიანი სანახაოაბ, ნარკოტიკების მსგავსი იყო.

ეს ეტრუსკული წეს-ჩვეულება რომაელთა ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს მუშაობდა და ბევრსაც ომობდა, ხოლო გასართობად ცხენოსნობას ან თეატრალურ წარმოდგენებს ამჯობინებდა. გლადიატორთა ბრძოლამ სახალხო წარმოდგენის სახე ოფიციალურად მხოლოდ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 105 წელს მიიღო.

                                                  პანკრატიონი
თანამედროვე “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების” წინამორბედად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი ბერძნების ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა “პანკრატიონი’. “პანკრატიონი” წარმოადგენდა “ბრძოლას იარაღის გარეშე” და ის ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. 648 წ. შეტანილი იყო ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალში. პანკრატიონის გამოჩენილი მებრძოლები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში და მათ ძეგლებსაც უდგამდნენ.
ძველბერძნული “პანკრატიონი”-ს შემდეგ სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში შეიქმნა საბრძოლო და სპორტული ორთაბრძოლების მრავალი სახეობა, სტილი, მიმართულება და სკოლა, მაგრამ თითოეული მათგანი მებრძოლს მხოლოდ ერთი მიმართულებით ავითარებდა და მას არ უხდებოდა დაპირისპირება სხვა სტილის წარმომადგენელთან. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტუალური გახდა საკითხი სხვადასხვა სახეობის, სტილის თუ მიმართულების ორთაბრძოლებს შორის, რომელი არის ყველაზე ეფექტული და სრულყოფილი. ისმებოდა კითხვა ვინ აჯობებდა მოკრივის და მოჭიდავის ორთაბრძოლაში ან კარატის და ჯიუ-ჯითსუს ოსტატების დაპირისპირებაში. საუკეთესო სტილის გამოსავლენად სხვადასხვა სახეობის ოსტატები ხშირად ერთმანეთს ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. გარდა ამისა ასეთ ორთაბრძოლებში არ არსებობდა საერთო წესები და მებრძოლები არ ფლობდნენ მოწინააღმდეგის ილეთებს და მათგან დაცვის მეთოდებს. მაგალითად, მოკრივის და მოჭიდავის დაპირისპირებაში მოკრივე ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის დარტყმები დგომში მიეყენებინა მაშინ როცა მოჭიდავეს მეტოქე პარტერში გადაჰყავდა. ყოველივე ამის გამო ასეთი ორთაბრძოლები არ იყო სანახაობითი.
   


                                    
                                                                                                          




        ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი




  მოკლედ გაგაცნობთ ხრიდოლის, ქართული საბრძოლო ხელოვნების რაობას:
საქართველოს ათასწლეულების განმავლობაში ურიცხვი მტერი ესხმოდა თავს,რომელიც მის მოსპობას ლამობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველომ მოაღწია დღემდე,იმ დროს როდესაც მრავალი ასეთი იმპერია აღიგავა პირისაგან მიწისა. რის ხარჯზე მოხდა ეს?
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა,რომ ჩვენი წინაპრები საუკეთესო მეომრები იყვნენ და შემუშავებული ქონდათ ფიზიკური აღზრდისა და საბრძოლო ხელოვნების საკუთარი,ძლიერი სკოლა,რომელიც თავის თავში მრავალ ელემენტს შეიცავდა.
ქვეყნის დაცვა უპირველესად,მეომარი ფენის ანუ აზნაურების (თავადები) ფუნქცია იყო,თუმცა მოსახლეობის სიმცირის გამო ეს ფუნქცია ყველა ფენამ,მათ შორის გლეხებმაც შეითავსეს და მტერს რიცხოვნობის მიუხედავად ყოველთვის უჭირდა ქართველებთან ბრძოლა


პროექტის სრული აღწერა: ხრიდოლი მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნების სახეობებს შორის ერთ-ერთი უძველესი და დახვეწილი საბრძოლო სისტემაა, ამ სისტემაში გაერთიანდა ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა.მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს უძველესი საბრძოლო ხელოვნების შესახებ, გაეცნობიან მათი წარმოშობის ისტორიას, ეწვევიან ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციას, მონაწილეობას მიიღებენ ვარჯიშებში,ნახავენ ქართველთა იარაღ-საჭურველს, ჩაცმულობას, ციხე სიმაგრეებს, წმინდა ადგილებს. გაეცნობიან მეომრულ კოდექსს.


Wednesday, 16 January 2013

UFC

MMA (Mixed Martial Arts), რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, როგორც “ბრძოლა წესების გარეშე” ან “ქუჩის ჩხუბი” ქართულად ნიშნავს “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება”. ის წარმოადგენს სხვადასხვა სტილის, ტექნიკის, მიმართულების და სკოლის ორთაბრძოლების ნაზავს. MMA არის სრული კონტაქტური ორთაბრძოლა, დარტყმითი ტექნიკის გამოყენებით, როგორც დგომში ისე პარტერში. სახელწოდება MMAM პირველად 1995 წელს შემოღებული იქნა რიკ ბლუმის მიერ, რომელიც MMA-ს ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციის “Battlecade” – ის პრეზიდენტი იყო.

ისტორია
 თანამედროვე “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების” წინამორბედად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი ბერძნების ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა “პანკრატიონი’. “პანკრატიონი” წარმოადგენდა “ბრძოლას იარაღის გარეშე” და ის ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. 648 წ. შეტანილი იყო ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალში. პანკრატიონის გამოჩენილი მებრძოლები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში და მათ ძეგლებს
აც უდგამდნენ.